კალათბურთი

16:45 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გობერი კორონა ვირუსთან საბრძოლველად ნახევარ მილიონ დოლარს გამოყოფს

"იუტა ჯაზის" ფრანგი კალათბურთელი, რუდი გობერი, რომელსაც ნბა-ში კორონა ვირუსი პირველად დაუდგინდა ნახევარ მილიონ დოლარს გამოყოფს.

გობერი აშშ-ში და საფრანგეთში კორონა ვირუსით დაზარალებულ ხალხს ფულით დაეხმარება. ფრანგი ასევე დაეხმარება კალათბურთის დარბაზის თანამშრომლებს, რომლებიც თითქმის უმუშევრები დარჩნენ.

"დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც კორონა ვირუსს ებრძვიან. მადლობა ჩემს ოჯახს და "იუტას"- განაცხადა გობერა.

ამ დროისთვის ნბა-ში კორონა ვირუსი სამ კალათბურთელს რუდი გობერს, დონოვან მიტჩელს და კრისტიან ვუდს აღმოაჩნდა.

0.105885