ფეხბურთი

1:31 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ილიჩიჩმა ბერგამოს საავადმყოფოს პოკერით მოპოვებული ბურთი აჩუქა

ბერგამოს „ატალანტას“ ნახევარმცველმა იოსიპ ილიჩიჩიმა ბერგამოს საავადმყოფოს სიმბოლურად, მადლიერების ნიშნად ბურთი აჩუქა. ბურთი, რომელიც ილიჩიჩს ჩემპიონთა ლიგაზე „ვალენსიასთან“ შესრულებული პოკერის შემდეგ სამახსოვროდ ერგო.

„იოსიპ ილიჩიჩი ბერგამოს „ჯოვანი XXIII“-ს საავადმყოფოს თავის ბურთს ჩუქნის, როგორც სიახლოვის, მადლიერების და გულმოდგინების ნიშანი, თუ რამდენი ექიმი, ექთანი და ყველა ჩართული ადამიანი იბრძვის დაწყევლილ ვირუსთან. ჩვენც თქვენს გვერდით ვართ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში მოვიგოთ“, - დაწერა „ატალანტას“ ვებგვერდმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევა ამ დროისთვის იტალიაშია დაფიქსირებული.

0.119486