"ფლამენგოს" ვიცე პრეზიდენტს მაურისიო გომეს დე მატოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა.
ესპანური გამოცემის ცნობით, ორი კვირის წინ ფლამეგოს დელეგაცია საქმიანი ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც მაურისიო "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს და "ბარსელონას" სპორტულ დირექტორს ერიკ აბიდალს შეხვდა. ასევე, "ფლამენგოს" დელეგაციას აღნიშნული ორი კლუბის სხვადასხვა პირებთანაც ჰქონდა შეხვედრა.
მაურისიო გომეს დე მატისთან ერთად კორონავირუსი დაუდასტურდა კლუბის მარკეტინგის დეპარტემენტის წარმომადგენელს, რომელიც დელეგაციის წევრი იყო. ჯერჯერობით "ფლამენგოს" ოფიციალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია.