ფეხბურთი

21:38 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუტრონე: "სახლში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ"

"ფიორენტინას" თავდამსხმელმა პატრიკ კუტრონემ კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ინსტაგრამის გვერდზე დაწერა, რომ სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

"მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და შეტყობინებებისთვის. კარგად ვარ, სახლში ვრჩები ექიმების მითითებების მიხედვით. ყველას გირჩევთ ყოველდღიურად გავრცელებულ ინსტრუქციებს მიჰყვეთ. მადლობა ყველას." - დაწერა ინსტაგრამის გვერდზე იტალიელმა ფეხბურთელმა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში "ფიორენტინაში" კორონავირუსი სამ ფეხბურთელს დაუდასტურდა, პატრიკის გარდა დუჰან ვლაჰოვიჩის და ხერმან პეცელას ტესტებიც დადებითი აღმოჩნდა. ასევე დაინფიცირებულია ფიზიოთერაპევტი სტეფანო დანიელიც.

0.114825