საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ (FFF) ქვეყანაში ყველა საფეხბურთო მატჩის ჩატარება აკრძალა. გადაწყვეტილება ძალაში 13 მარტის დილიდან შევა.
შედეგად, LFP-ის, რომლის დაქვემდებარებაში ლიგა 1 და ლიგა 2 გახლავთ, მოუწევს ფედერაციის მოთხოვნას დაემორჩილოს და ჩემპიონატი გარკვეული ვადით შეაჩეროს.
ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას წინ უძღოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ COVID-19-ის მსგავსი საფრთხე საფრანგეთის ჯანმრთელობის მხრივ საუკუნეებია არ დამუქრებია.
„COVID-19, რომელიც გავლენას ახდენს ყველა კონტინეტზე და ევროპის ყველა ქვეყანაზე, ყველაზე სერიოზული ჯანმრთელობის კრიზისია, რომელიც საფრანგეთის საუკუნის განმავლობაში არ ჰქონია“, - აღნიშნა მაკრონმა.