მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, მომავალ ზაფხულს დიდი ალბათობით, შესაძლოა, კლუბი დატოვოს. კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ვარიანტი მისი მიუნხენის „ბაიერნში“ დაბრუნებაა, სადაც ის 2007-14 წლებში თამაშობდა.
„ბაიერნი“ დაინტერსებულია კროოსის დაბრუნებით და უკვე დაიწყო 30 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკება - წერს El Chiringuito.
„რეალთან“ კროოსის კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.
მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში, კროოსმა „რეალის“ მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე პასით გამოირჩა.