ფეხბურთი

16:09 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ისევ დაშავდა და ბელარუსთან ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსული „ანორთოსისის“ 27 წლის ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ, ვარჯიშზე, თანაგუნდელთან შეჯახებისას, მუხლის ჯვარედინი მყესი დაიზიანა და დაახლოებით ორი თვე ვერ ითამაშებს - გვამცნობს კვიპროსული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ამისდაკვალად, ჯანო ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს ბელარუსის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, რომელიც 26 მარტს გაიმართება თბილისში, „დინამო არენაზე.“

0.126415