ფეხბურთი

15:50 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას „მანჩესტერში“ დარჩენა მოუნდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, მომავალ ზაფხულს კლუბიდან წასვლა გადაიფიქრა და მეტიც, კონტრაქტის გაგრძელებასაც ფიქრობს - გვამცნობს Daily Mail.

ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი კლუბის ახალწვეულის, ბრუნუ ფერნანდეშის თამაშით აღფრთოვანებულა და მიაჩნია, რომ პორტუგალიელთან ერთად შესანიშნავი წყვილი შეიძლება შექმნას ნახევარდაცვაში.

„მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა პოგბას 100 მილიონ ევროდ აფასებდა. მისი მსურველები კი „იუვენტუსი,“ მადრიდის „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ იყვნენ.

0.116324