ფეხბურთი

12:47 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვერნერი პრიორიტეტებს არჩევს

„ლაიპციგის“ თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, რომელიც დიდი ალბათობით მომავალი ზაფხულიდან კარიერას ინგლისში გააგრძელებს, ჟურნალისტებს პრიორიტეტებზე ესაუბრა.

„თანამედროვე ფეხბურთში კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი არსებობს. ერთი - გადახვიდე ისეთ გუნდში, როგორიც „ლივერპული“ ან „სიტია,“ რომელთაც შესანიშნავი მწვრთნელები ჰყავთ, ყველაფერი დალაგებული აქვთ. ისმის კითხვა, გიღირს ისეთ გუნდს შეუერთდე, სადაც ყველა ფეხბურთელი კონკურენციის გამო რთულ სიტუაციაშია. ჩაჯდები უკვე აწყობილ მექანიზმში?

მეიორე - ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია,“ რომელსაც ახლო წარსულში უამრავი ჯილდო მოუგია თუმცა ამჟამად ლიდერებს კონკურენციას ვერ უწევს. მაგრამ ახალ გუნდს ქმნიან და პერსპექტივაზე მუშაობენ.“ - ციტირებს ვერნერის სიტყვებს Sky Sports.

0.122006