დორტმუნდის „ბორუსიის“ ჭაბუკმა შემტევმა, ერლინგ ჰოლანდმა, ჟურნალისტებს უამბო რისი ეშინია და რა პრობლემა ჰქონდა ყმაწვილობისას.
„არაფრის მეშინია. თუმცა არა. გველებს ვერ ვიტან. ტრავმები? არა, არ მეშინია. მაინც ვერ გადაურჩები მათ. თუ ასე იფიქრებ, ვეღარ გაიზრდები და განვითარდები.
ყმაწვილობისას იყო პერიოდი, როცა ფეხბურთს ვერ ვთამაობდი. ეს ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მიზეზი ის იყო, რომ ძალიან სწრაფად ვიზრდებოდი და ორგანიზმი ჯეროვნად ვერ რეაგირებდა. ეს ყველაზე ცუდი მოგონებაა ჩემო ბავშვობიდან. საშინელებაა, როცა გინდა, მაგრამ მოედანზე ვერ გადიხარ. - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს France Football.