რაგბი

18:14 | 9.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ამაშუკელი ვანი - მონტობანს განსჯის

საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, 27 მარტს პრო დე2-ის 24-ე ტურში ‘ვანისა’ და ‘მონტობანის’ შეხვედრას იმსაჯებს.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მსაჯი საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩს მოემსახურება. ‘ვანის’ შემადგენლობაში ქართველი ბურჯი ნიკა ნეფარიძე, ხოლო ‘მონტობანში’ მიშა კელენჯერიძე ირიცხება.

„ძალიან სასიამოვნოა პრო დე2-ის თამაშის მსაჯობა, რადგან საფრანგეთი საქართველოსთვის ახლო სარაგბო ერია, რომელმაც ქართული რაგბის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. კარგია, რომ მეგობრობა მსაჯობის კუთხითაც გრძელდება – დიდ 10-ში ფრანგი მსაჯი იყო ჩამოსული, ახლა მე წავალ საფრანგეთში და დარწმუნებული ვარ, ეს კავშირი დიდი სარგებლის მომტანი იქნება. პრო დე2 ერთ-ერთი ყველაზე რთული სამსაჯო ტურნირია, რადგან ქაოტური, ტემპერამენტიანი თამაშები მიდის. ფრანგები გამოირჩევიან ხისტი რაგბით და ეს ჩემთვის განსხვავებული გამოცდილება იქნება, რაც მსაჯის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ თამაშში უშუალოდ ჟერომ გარსეზი დამაკვირდება და ვეცდები კიდევ უფრო განვამტკიცო ქართული სამსაჯო სკოლის სახელი“ – განაცხადა ნიკა ამაშუკელმა.

RUGBY.GE

0.137495