ფეხბურთი

2:50 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" უფერული დღე

ბელგიის იუპილერ ლიგის 29-ე ტურში „გენტმა“ „შარლერუას“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა. იეს თორუპის გუნდს პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს და როგორც ჩანს, ამან იმოქმედა.

„ბუფალომ“ მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დიდი ანგარიშით 1:4 დაამარცხდა. გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა შესვენების შემდეგ მოედანზე არ გასულა და მის ნაცვლად თამაშში ჩართულმა ანდერსონ ნიანგბომ მასპინძელთა ერთადერთი გოლი მიითვალა.

გიორგი ჩაკვეტაძე კი დეიაგერეს ნაცვლად 55-ე წუთიდან ვიხილეთ მინდორზე, მაგრამ სამწუხაროდ, ამას თამაშზე გავლენა არ მოუხდენია.

„გენტი“ 29 ტურის შემდეგ 55 ქულით მეორე ადგილზეა და კვალში სწორედ „შარლერუა“ უდგას, რომელსაც ერთადერთი ქულით უსწრებს.

0.116514