ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Calciomercato-მ სტატია გამოქვეყნა, რომელშიც უეფას წევრი თითოეული ქვეყნიდან საინტერესო და სატრანსფერო ბაზარზე მიმზიდველი ფეხბურთელები გამოარჩია.
საქართველოდან ასეთი გიორგი ჩაკვეტაძე აღმოჩნდა, რომელიც გამოცემის აზრით, აპენინის ნახევარკუნძულზე ყველაზე მეტად ორ გუნდს, „კალიარისა“ და „ბენევენტოს“ შეესაბამება:
„გამთამაშებელი დრიბლინგებში ჭკვიანი. მან ბელგიაში ყურადღება მიიქცია, აქვს პატარა ასაკი და ხელმისაწვდომი ფასი. ვისაც შეზღუდული რესურსები აქვს და ეძებს მომავლის პროფილს, შეუძლია იფიქროს. იტალიაში „კალიარი“ შეიძლება იყოს იდეალური გუნდი, მაგრამ ასევე „ბენევენტო“, რომელიც სერია A-ში ახალდაბრუნებულზე მისცემდა ენთუზიაზმის გარანტიას და ახლოსაა ელიტაში აღზევებასთან“, - წერს გამოცემა.
აქვე გეტყვით, რომ ჩაკვეტაძეს „გენტთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და Transfermarkt-ის მონაცემებით მისი ფასი 9 მილიონი ევროა.