კალათბურთი

11:14 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კარი პარკეტს 23 ქულით დაუბრუნდა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“გოლდენ სტეიტი“ შინ „ტორონტოს“ დაუპირისპირდა და 113:121 დამარცხდა. „ოქროს შტატელებს“ გუნდის ლიდერი სტეფ კარი დაუბრუნდა, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი შესძინა. სტეფმა 12 შესაძლებლობიდან სამი სამქულიანი გამოიყენა, 4-დან სამი ორქულიანი ჩააგდო და 8-დან რვა საჯარიმო სროლა ზუსტად ისროლა. მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა პოუელმა ჩააგდო. აღმოსავლეთ კონფერენციაში „ტორონტო“ „მილოუკის“ შემდეგ გახდა მეორე გუნდი, რომელსაც პლეი ოფში გასვლა განაღდებული აქვს.

„ჰიუსტონმა“ საკუთარ დარბაზში „კლიპერსთან“ 105:120 წააგო. ლოს ანჯელესელებმა პირველი სამი პერიოდი მოიგეს და მეოთხე მეოთხედი ფორმალობაღა იყო. რასელ უესტბრუკმა 29 ქულა და 15 ოხსნა მიითვალა. კავაი ლეონარდს 25 ქულა ჰქონდა.

„შარლოტ ჰორნეტსი“ – „დენვერი“ 112:114 (34:31, 17:29, 31:20, 30:34)

https://www.youtube.com/watch?v=JDmc4JM8q4I

„ჰიუსტონი“ – „კლიპერსი“ 105:120 (23:33, 21:34, 21:23, 40:30)

https://www.youtube.com/watch?v=ioF4vdQ6dKU

„საკრამენტო“ – „ფილადელფია“ 108:125 (30:32, 23:31, 27:33, 28:29)

https://www.youtube.com/watch?v=NKWUTpVYxUk

„გოლდენ სტეიტი“ – „ტორონტო“ 113:121 (27:32, 28:30, 33:27, 25:32)

https://www.youtube.com/watch?v=c5luPyLRffM

0.117072