კალათბურთი

12:02 | 3.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანამ" ბითაძის გარეშე მოიგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „სან ანტონიო სპურსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 5 ქულიანი სხვაობით 116:111 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ნეიტ მაკმილანს ქართველი ცენტრი განაცხადში არ ჰყოლია, რომელიც G ლიგაში იყო განათხოვრებული და „ფორტ ვიენის“ შემადგენლობაში 32 წუთი გაატარა რა დროშიც 13 ქულა, 15 მოხსნა 4 პასი და 3 დაფარება მოაგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

„ინდიანას“ რიგებში ტრადიციულად ორმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა, რომელმაც 35 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ყველაზე მეტი ქულა კი მალკომ ბროგდონმა ჩააგდო. ამერიკელმა კალათბურთელმა 26 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.

61 ტურის შემდგომ „ინდიანას“ 37 მოგების საპირისპიროდ 24 მარცხი აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 5 მარტს „მილოუკი ბაქსთან“ გამართავს.

0.115926