ფეხბურთი

1:15 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე დაიწყო, ქვილითაიამ - დაამთავრა

ბელგიის იუპილერ ლიგის 28-ე ტურში ქართველების „გენტი“ „სერკლ ბრიუგეს“ ესტუმრა და ვერაფერი გაახერხა, პირველივე წუთზე გაშვებული გოლით 0:1 წააგო.

იეს თორუპის გუნდს მთელი თამაში ჰქონდა სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ ვერ შეძლო და უქულოდ დარჩა. რაც შეეხება ჩვენებურებს, გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ერთი საათიც დაჰყო მინდორზე.

გიორგიმ მე-60 წუთზე ადგილი გიორგი ქვილითიას დაუთმო, მაგრამ ამას „ბუფალოსთვის“ შედეგი არ მოუტანია.

„გენტი“ 55 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მარცხის გამო დიდად არ უნდა ინერვიულოს, რადგან საჩემპიონო ჯგუფში ასპარეზობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს.

0.112986