ფეხბურთი

4:38 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

MLS-ი დაიწყო, ქართველებმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს

ამერიკული MLS-ის ახალი სეზონი დაიწყო, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი იქ თამაშობენ.

პირველ ტურში ჩვენებურების „სან ხოსემ“ „ტორონტოს“ უმასპინძლა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გატანილი გოლით ქულა გადაარჩინა - 2:2. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს. გოლები არგენტინელმა ანდრეს რიოსმა და მექსიკელმა ოსვალდო ალანისმა გაიტანეს.

კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და 81-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც შეეხება ყაზაიშვილს, ვაკოც ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 72-ე წუთზე მატიას ალმეიდამ შეცვალა.

MLS-ის სტარტი და ქართელების სათამაშო პრაქტიკა კარგი ამბავია, ერთა ლიგის ნახევარფინალამდე „სან ხოსე“ კიდევ სამ თამაშს ჩაატარებს.

0.115796