მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში „ჰოფენჰაიმი“ მისსავე მოედაზნე 6:0 გაანდგურა, თუმცა შეხვედრა სხვა მიმართულებითაც მოექცა ყურადღების ცენტრში.
მაშინ, როდესაც ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 6:0 იყო, თამაში შეწყდა. ამის მიზეზი კი, „ბაიერნის“ ფანების შეურაცხმყოფელი შეძახილები და ბანერები იყო „ჰოფენჰაიმის“ პრეზიდენტის დიტმარ ჰოპის მისამართით.
საქმეში „რეკორდმაისტერის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკიც ჩაერთო, რომელიც განრისხებული მივარდა საკუთარი გუნდის ქომაგების სექტორთან და მათ დამშვიდებისკენ და ბანერების ჩამოხსნისკენ მოუწოდა, რადგან ამას შესაძლოა უფრო დიდი სანქცია გამოეწვია, ვიდრე უბრალოდ თამაშის შეჩერება. აღსანიშნავია, რომ თამაში განახლების შემდეგ უჩვეულოდ გაგრძელდა და ორივე გუნდი ბურთს მშვიდად მოედნის ცენტრში ათამაშებდა.
მატჩი დაახლოებით 10 წუთში განახლდა. „ბაიერნის“ ქომაგები „ჰოფენჰაიმის“ პრივატულ მმართველობაში ყოფნას აპროტესტებენ და ჰოპის წინააღმდეგაც ამიტომ გამოვიდნენ. ტრადიციულ გერმანელ ულტრასებში კლუბის ერთი მესაკუთრის ხელში ყოფნა მიღებული არაა.