ფეხბურთი

16:57 | 29.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ში განხეთქილებაა: ლეონარდომ და ნავასმა ფიზიკურად იჩხუბეს

ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ განხეთქილებაა. ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდთან“ დამარცხების (1:2) შემდეგ პარიზული გუნდის ფეხბურთელებმა მაურო იკარდის დაბადების დღეზე (19 თებერვალს) მოილხინეს.

აღსაშნავია, რომ იმავე დღეს იუბილე ანხელ დი მარიამ და ედინსონ კავანიმაც აღნიშნეს (ორივეს 14 თებერვალს ჰქონდა დაბადების დღე) და ინტერნეტში პსჟ-ს მოთამაშეების ზეიმის ვიდეო თუ ფოტო კადრები დიდი პოპულარობით გავრცელდა. ეს ყველაფერი კი, გერმანიაში წაგებიდან ორ დღეში მოხდა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, ფაქტით ძალიან გაბრაზებულა სპორტული დირექტორი ლეონარდო, რომელმაც ფეხბურთელები შეკრებაზე დაიბარა და მწვავე საუბარიც გამართულა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბრაზილიელ მენეჯერსა და კეილორ ნავასს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც დაწყებულა.

ჯერჯერობით გავლენიანი ფრანგული გამოცემის მიერ გავრცელებულ ცნობაზე პსჟ-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

0.110269