კალათბურთი

13:19 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის “უნიქსმა” ბოლო საკონტროლოები კუნძულზე გამართა

ოფიციალური მატჩების დაწყებამდე, ვიქტორ სანიკიძის “უნიქსი” საბერძნეთის კუნძულ კრეტას ესტუმრა და 2 საკონტროლო თამაში ჩაატარა.

ყაზანელები პირველ შეხვედრაში სალონიკის პაოკ-ს გაეჯიბრნენ და ოვერტაიმში 91:86 სძლიეს, ქართველმა ფორვარდმა კი 7 ქულა მიითვალა. სანიკიძის მონაგარი 5 ქულა იყო მე-2 თამაშში, რომელშიც “უნიქსმა” პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 65:70 დამარცხდა.

ყაზანელები პირველ ოფიციალურ მატჩს 9 ოქტომბერს გამართავენ, როდესაც ვთბ-ლიგის ეგიდით სარატოვის “ავტოდორს” გაეჯიბრებიან.

0.120685