იტალიაში კორონუვირუსით დაინფიცირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ, სერია C-ს ბინადარ „პიანეზეს“ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ახლა კი, კლუბის ოფიციალური განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ოთხი ადამიანია ინფიცირებული, სამი ფეხბურთელი.
თავდაპირველად, კოვიდ-19-ის ნიშნები შაბათს, ფეხბურთელს აღმოაჩნდა, რომელიც სიპტომებით ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს და ვირუსი დაუდასტურდა. დანარჩენ ორ ფეხბურთელზე კი, დაავადება სწორედ მისგან გავრცელდა. გარდა ამისა, ინფიცირებულია კლუბის კიდევ ერთი თანამშრომელი და ყველანი იზორილებულნი არიან.
„პიანეზემ“ ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად კლუბის ყველა წევრი, ფეხბურთელები და მომუშავე პერსონალი 15-დღიან კარანტინში გაგზავნა, თუმცა ამ დროისთვის სიპტომები არავის აღენიშნება.