კორონავირუსის საფრთხე უკვე სპორტულ ღონისძიებებსაც სერიოზულ ზიანს აყენებს. როგორც შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, ქვეყნის ჩემპიონატი შეწყდა.
დამდეგ უიქ-ენდზე დაგეგმილი ტური სუპერლიგასა და ჩელენჯლიგაში სრულად გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია როდის ჩატარდება გადადებული ტური და როდემდე გაგრძელდება შეზღუდვა.
შეგახსენებთ, რომ შვეციარამდე გასულ ტურში იტალიაში ოთხი თამაში არ ჩატარებულა, ხოლო უახლოესი ტურის ხუთი შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება.