ფეხბურთი

12:45 | 28.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დიდი იტალიური დერბი" უმაყურებლოდ ჩატარდება

იტალიის სერია A-ს XXVI ტურის და შესაძლოა სეზონის ცენტრალური მატჩი „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ დახურულ კარს მიღმა გაიმართება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტურინში შეხვედრაზე მაყურებლები არ დაიშვებიან.

მიზეზი რა თქმა უნდა კორონავირუსია, რომელიც იტალიაშია გავრცელებული და განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ლომბარდიის, ვენეტოსა და პიემონტის რეგიონებში. სწორედ ამ უკანასკნელის დედაქალაქია ტურინი.

უმაყურებლოდ ჩატარდება ტურის კიდევ ოთხი შეხვედრა: "უდინეზე" - "ფიორენტინა", "მილანი" - "ჯენოა", "პარმა" - "სპალი" და "სასუოლო" - "ბრეშა".

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ და „ინტერი“ სკუდეტოს ბრძოლაში კონკურენტები არიან და „იუვე“ 6-ქულიან უპირატესობას ფლობს, თუმცა ერთი თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. საჩემპიონო დაპირისპირება უმაყურებლოდ 1 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.137576