„ლივერპულის“ შემტევმა, ფირმინომ, შესაძლოა, კარიერა „ბაიერნში“ გააგრძელოს - წერს Liverpool Echo.
წყაროს ცნობით, მიუნხენური კლუბი უკვე დაუკავშირდა 28 წლის ბრაზილიელის წარმომადგენელს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ, „ლივერპული“ აქტიურად მუშაობს ლაიპციგელი ტიმო ვერნერის გადაბირების საკითხზე.
მიმდინარე სეზონში ფირმინომ პრემიერლიგის 27 მატჩში 8 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ჩემპიონთა ლიგის შვიდ შეხვედრაში კი ოთხჯერ უპასა პარტნიორებს საგოლედ.