იტალიური სერია C-ს მოთამაშე პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც კორონავირუსი აღმოუჩინეს - გვამცნობს Sport.es
ფეხბურთელის გვარი არ საჯაროვდება. ცნობილია მხოლოდ, რომ სიენას პოვინციიდან არის. გასულ კვირას ის თავისი გუნდის განაცხადში არ შეიყვანეს, სიცხისა და სუნთქვის უკმარისობის მიზეზით. მოგვიანებით გამოიკვლიეს და კორონავურუსი დაუდგინეს. სასწრაფო დახმარებამ ის სიენის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსის აფეთქება 23 თებერვლიდან დადასტურდა. ბოლო ინფორმაციით, იქ ამჟამად 453 ადამიანია ინფიცირებული, 12 კი გარდაიცვალა.