ჩოგბურთი

20:32 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა

მსოფლიო ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და დიდი სლემის ტურნირების ხუთგზის ჩემპიონმა მარია შარაპოვამ აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 32 წლის რუსმა ჩოგბურთელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ. ჩოგბურთო, გეუბნები მშვიდობით. ჩემი ცხოვრება ჩოგბურთს მივეცი და ჩოგბურთმა თავისი ცხოვრება მომცა. ყოველდღე მომენატრება“, - თქვა მარიამ.

მარია შარაპოვამ კარიერაში ხუთჯერ მოიგო დიდი სლემის ტურნირი. 2004 წელს უიმბლდონი, 2006 წელს ამერიკის ღია პირველობა, 2008 წელს ავსტრალიის ღია პორველობა, ხოლო 2012 და 2014 წლებში როლან გაროსი. გარდა ამისა, 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

შარაპოვამ კარიერის ბოლო შეხვედრა იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩაატარა, როდესაც დონა ვეკიჩთან 3:6, 4:6 დამარცხდა.

0.112912