ფეხბურთი

15:16 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიკე "რეალის" წინააღმდეგ ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ შეხვედრაში "ნაპოლი "ბარსელონას" 1:1 დაუზავდა. კატალონიელთა მცველმა ხერარდ პიკემ ტრავმა მიიღო, რის გამოც მწვრთნელმა ბოლო წუთებზე შეცვალა.

მატჩის შემდეგ თავად პიკემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრავმის მიუხედავად ის "ელ კლასიკოს" გამოტოვებას არ აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს.

"რეალი" "ბარსელონას" შეხვედრა 1 მარტს მადრიდში გაიმართება.

0.110656