გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" შინ "შარლოტ ჰორნეტსი" 119:80 გაანადგურა. გოგამ პარკეტზე 11 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 5 ქულა, 4 მოხსნა, ერთი პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. გოგამ 2-დან ერთი სამქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას ინდიანაპოლისელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრა ანგარიშით წინ იყვნენ. დომანტას საბონისმა 21 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. უორენს 19 ქულა ჰქონდა.
"ინდიანა" 34 მოგებით და 24 წაგებით რმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში "ინდიანა" შინ "პორტლენდს" დაუპირისპირდება.