ფეხბურთი

23:50 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

U19: საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია გაანადგურა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ქალაქ სკოპიეში ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი რამაზ სვანაძის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და მისი დამაჯერებელი გამარჯვებით ანგარიშით - 5:1 დასრულდა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობიდან თითო გოლით, კაპანაძე, მოისწრაფიშვილი, იაკობიძე, ხარაიშვილი და აზაროვი გამოირჩნენ. ჩვენი გუნდის მეტოქემ კი, პრესტიჟის გოლი პენალტით გაიტანა.

ჩრდ. მაკედონია 1:5 საქართველო

საქართველო: ლომიძე, კაპანაძე (70' აწყურელი), კალანდაძე, ჯანგიძე (75' სამსონია), მექვაბიშვილი (75' ნონიკაშვილი), გაგნიძე (70' ლორდთქიფანიძე), გულიაშვილი (70' ლომთაძე), მოისწრაფიშვილი (78' ფარულავა), იაკობიძე (75' ჩიხრაძე), ხარაიშვილი (70' აზაროვი), ჭავჭანიძე

​სათადარიგო შემადგენლობა: კუტალაძე

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

​გოლები: 0:1 კაპანაძე (7), 1:1 ბოჟიდარი (პენ.) (30), 1:2 მოისწრაფიშვილი (35), 1:3 იაკობიძე (37), 1:4 ხარაიშვილი (65), 1:5 აზაროვი (80)

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის 19-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 28 თებერვალს გაიმართება.

GFF.GE

0.113073