"რენის" 17 წლის ფრანგი ფეხბურთელი ედუარდო კამავინგას გადაბირება "დორტმუნდს" სურს, აღნიშნულ ინფორმაციას France football-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, გერმანული კლუბი მზადაა "თინეიჯერში" 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბი 17 წლის ფეხბურთელი 100 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე კამავინგამ 33 შეხვედრა ჩაატარა, სადაც ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.