იტალიაში კორონავირუსს ებრძვიან და შექმნილმა ვითარებამ გავლენა ფეხბურთზეც იქონია. არამარტო სპორტული, არამედ ფინანსური თვალსაზრისით.
იტალიური მედიის ინფორმაციით, საფონდო ბირჟაზე „იუვენტუსის“ აქციების ღირებულება 11%-ით გაუფასურდა, რაც კორონავირუსითაა განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში ოთხი ტური გადაიდო, ხოლო მომდევნო ტურის შეხვედრები უმაყურებლოდ ჩატარდება, ისევე როგორც ევროპა ლიგაზე „ინტერი" - „ლუდოგორეცის" თამაში.