ბელგიის იუპილერ ლიგის 27-ე ტურში „გენტი“ „სენტ ტრუიდენს“ ამ წუთებში მასპინძლობს და 3:0-ს ამარცხებს.
ორივე ჩვენებური, გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში არიან.
ქვილითაიამ ორივე გოლში უდიდესი როლი ითამაშა. მეათე წუთზე საჯარიმოში წააქციეს, პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ჯონათან დავიდმა გოლად აქცია, ხოლო 4 წუთის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.
26-ე წუთზე ბელგიელებმა მესამეც გაიტანეს, დავიდმა დუბლი შეასრულა, რომელსაც საგოლე პასი გიორგი ჩაკვეტაძემ გაუკეთა. მოკლედ, თორუპი დღევანდელ არჩვენს ნამდვილად არ ინანებს...