ფეხბურთი

13:31 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერონი "ესტუდიანტესის" პრეზიდენტი გახდა

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხუან სებასტიან ვერონი მშობლიური კლუბის \"ესტუდიანტესის\" პრეზიდენტი გახდა.

კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერონმა ხმების 70 პროცენტი მიიღო და ყოფილი პრეზიდენტი ენრიკე ლომბარდი დაამარცხა. არგენტინელი მოვალეობის შესრულებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

ვერონმა საფეხბურთო კარიერა \"ესტუდიანტესში\" დაიწყო და წლების განმავლობაში \"ბოკა ხუნიორსის\", \"სამპდორიას\", \"პარმას\", \"ლაციოს\", \"მანჩესტერ იუნაიტედის\", \"ჩელსის\" და \"ინტერის\" ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11497