ფეხბურთი

17:52 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილის საგოლე პასი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას XXIII ტურში გიორგი მერებაშვილი საგოლე პასით გამოირჩა. ჩვენებურის პლოცკის „ვისლამ“ ლუბინის „ზაგლებიეს“ უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა, 61-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა, საგოლე პასი შეასრულა.

მერებაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და ნორვეგიელმა ტორგილ გიერსტენმა თავით გათანაბრება მოახერხა. ჩვენებურს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.

„ვისლა“ კი 23 ტურის შემდეგ 32 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ზონაში (პირველი რვა გუნდი რეგულარული სეზონის შემდეგ ცალკე გააგრძელებს ასპარეზობას) პოზიციას ინარჩუნებს.

0.118328