ფეხბურთი

2:42 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ არ ჩერდება, "იუვენტუსმა" ლიდერობა არ დათმო

იტალიის სერია A-ს XXV ტურის შემდეგ „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩება. ტური კვირას დასრულდება, მაგრამ ეს უკვე ცნობილია, რადგან მაურიციო სარის გუნდმა თავისი მატჩი მოიგო და კონკურენტებს ამჯერზე მიახლოვების შესაძლებლობა არ მისცა.

„იუვე“ ფერარაში, „სპალს“ ესტუმრა და ბრძოლაში, მაგრამ მოიგო. ბრძოლა უფრო ანგარიშიდან გამომდინარე, თორემ თამაშის სურათის შემხვედვარე, „სპალმა“ მაქსიმუმი გააკეთა და ერთი გოლი გაიტანა. სხვა შანსი ლუიჯი დი ბიაჯოს გუნდს პრაქტიკულად არ მისცემია.

პირველი ტაიმი „იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს გოლით მოიგო. პორტუგალიელმა ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა, რითაც გაბრიელ ბატისტუტასა და ფაბიო კუალიარელას რეკორდი გაიმეორა. პორტუგალიელი ჩინებულ ფორმაშია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სხვათა შორის, გოლამდეც შეძლო მეტოქის კარის აღება, მაგრამ თამაშგარის გამო გაუქმდა. მეორე ტაიმში კი, დუბლთან იყო ახლოს, ხელი ხარიხამ შეუშალა, როდეაც ჯარიმ დაარტყა. ამის გარეშეც, ტურინელებმა უპირატესობა გაზარდეს, როდესაც პაულო დიბალას პასი აარონ რემზიმ დააგვირგვინა. მასპინძლებმა საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე ანდრეა პეტანიას პენალტით მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ მეტისთვის ძალა და კლასი არ ეყოთ. „ბებერმა ქალბატონმა“ 60 ქულას მოუყარა თავი და ახლა ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელოდება, ხოლო უშუალოდ სერია A-ში მომდევნო მატჩს მილანის „ინტერთან“ ჩაატარებს.

დღის ბოლო მატჩი ფლორენციაში გაიმართა, სადაც „მილანი“ „ფიორენტინას“ ესტუმრა და ორი ქულა დაკარგა. არადა, მოგებასთან საკმაოდ ახლოს იყო. პირველ ტაიმში ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი საკამათო სიტუაციაში გაუქმდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ანტე რებიჩმა „როსონერის“ დაწინაურება მაინც მოახერხა. „იები“ გაშვებული გოლიდან მალევე კაცნაკლულნი დარჩნენ მოედანზე და რთულ ვითარებაში ჩავარდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ქულა მაინც გადაარჩინეს. მატჩის მიწურულს ერიკ პულგარმა პენალტით წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

იგივე ანგარიში დაფიქსირდა დღის პირველ მატჩში, სადაც „უდინეზე“ „ბოლონიას“ სტუმრად დაუზავდა. კვირას კი, ჩემპიონობისთვის მებრძოლი „ლაციო“ „ჯენოას“ ესტუმრება, ხოლო „ინტერს“ მეორე გენუურ გუნდთან „სამპდორიასთან" უნდა ეთამაშა, მაგრამ კორონავირუსის გამო შეხვედრა გადაიდო.

„სპალი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (0:1)

ფერარა, „სილვიო პიოლა“

„სპალი“ (4-3-3): ბერიშა; ჩიონეკი, ძუკანოვიჩი, ბონიფაცი, რეკა; მისიროლი (ტუნიოვი 80), ვალდიფიორი, კასტრო (ფარესი 60); სტერეფეცა, პეტანია, ვალოტი (დი ფრანჩესკო 89)

მწვრთნელი: ლუიჯი დი ბიაჯო

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, რუგანი, კიელინი (დე ლიხტი 55), ალექს სანდრო; რემზი (რაბიო 73), ბენტანკური, მატუიდი (ბერნარდესკი 79); კუადრადო, დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 რონალდუ (39), 0:2 რემზი (60), 1:2 პეტანია (69, პენ)

გაფრთხილება: ვალოტი (19), პეტანია (45), სტრეფეცა (88), ჩიონეკი (90) - მატუიდი (78), დანილო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 17 (9) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

„ბოლონია“ – „უდინეზე“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ოკაკა (33), 1:1 პალასიო (90)

„ფიორენტინა“ – „მილანი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 რებიჩი (57), 1:1 პულგარი (85, პენ)

თეგებისერია A
0.243011