ფეხბურთი

15:55 | 22.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში კორონავირუსის გამო 42 თამაში გადაიდო

იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იტალიური მედიის ცნობით, საერთო ჯამში 42 მატჩი გადაიდო, მათ შორის, სერია B-ს თამაში "ასკოლი" - "კრემონეზე", სერია C-ს დაპირისპირება „პიაჩენცა“ – „სამბენედეტესე“, ხოლო დანარჩენი შეხვედრები სერია D-სა და სამოყვარულო დონეზე უნდა გამართულიყო.

აპენინის ნახევარუნძულზე ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 30 ადამიანს აღმოაჩნდა. განსაკუთრებით სახიფათო ზონები ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებია.

ლომბარდიაში 28, ხოლო ვენეტოში 2 ადამიანია ინფიცირებული. არის მსხვერპლიც - ორი ადამიანი გარდაიცვალა. 78 წლის მამაკაცი და 75 წლის ქალბატონი. აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით სერია A-ს 25-ე ტურის გადადება არ იგეგმება.

0.114756