ფეხბურთი

13:01 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირლო ბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის \"იუვენტუსის\" ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ, რომელსაც ბარძაყის ტრავმა მოიშუშა და დღეს, იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში \"რომას\" წინააღმდეგ შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს.

პირლომ ტრავმის გამო სეზონის სტარტი გამოტოვა. აქვე ცნობილი ხდება, რომ იტალიელი ფეხბურთელი \"ბიანკონერის\" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ \"მგლების\" წინააღმდეგ შეხვედრისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა.

იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115585