ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი გახდა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა, რის შედეგადაც ქართველმა პირველობა ისევ არავის დაუთმო.
ლაშამ გამოკითხვაში 17 084 ხმა მიიღო და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა. ტალახაძე როგორც უკვე ვთქვით, მიჯრით მესამედ ხალხის აზრით მსოფლიოში საუკეთესო ძალოსანია.
"თქვენი წყალობით უკვე მესამედ მოვიპოვე ეს ტიტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ერთად ბევრ გამარჯვებას და წარმატებას მივაღწევთ. ძალიან დიდი მადლობა", - განაცხადა ლაშამ მორიგი აღიარების შემდეგ.
აქვე გეტყვით, რომ ქალთა შორის 9 105 ხმით გამარჯვება ამერიკელმა კატერინ ელიზაბეთ ნიემ მოიპოვა.