ფეხბურთი

20:26 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კანტე სამ მატჩს გამოტოვებს

„ჩელსის“ ნახევარმცველი, ნგოლო კანტე, ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს - გვამცნობს L'Equipe.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგმა საყრდენმა ნახევარმცველმა კუნთი ინგლისური პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (0:2) დაიზიანა და ორიდან სამ კვირამდე იძულებით დაისვენებს. შედეგად, ის სამ მატჩს გამოტოვებს: „ტოტენჰემთან“ (22 თებერვალს), „ბაიერნთან“ (25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგა ) და „ლივერპულთან“ ინგლისის თასზე 3 მარტს.

0.119837