დიეგო მარადონა სკანდალში გაეხვა. ეჭვობენ, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ნარკოტიკებას მოხმარებას ისევ განაგრძობს.
მარადონა ამჟამად „ხიმნასია ლა პლატას“ მთავარი მწვრთნელია და „როსარიო სენტრალთან“ შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში მას ერთ-ერთმა პიროვნებამ სათადარიგო სკამზე რაღაც გადასცა.
სწორედ ამ დროს კამერების დასამალად დიეგოს სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრები დაეფარნენ. უცხოური გამოცემები ამის გამო გამოთქვამენ ვარაუდს, რომ დიეგოს ნარკოტიკული საშუალება პირდაპირ სტადიონზე მიუტანეს.