მიმდინარე კვირაში „ბარსელონამ“ შესაძლოა, „ლეგანესის“ დანიელი თავდამსხმელი, მარტინ ბრაითვაიტ-კრისტენსენი შეიძინოს. სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა - გვამცნობს Cadena Cope.
საქმე ის არის, რომ პრიმერას ხელმძღვანელობამ კატალონიურ კლუბს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მიუხედავად, ნება დართო 15 დღის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე თავდამსხმელი შეიძინოს, რადგან ძირითადის შემტევები: ლუის სუარესი და უსმან დემბელე დაშავებული ჰყავს.
მიმდინარე სეზონში 28 წლის დანიელმა ფეხბურთელმა „ლეგანესის“ მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და სამი ყვითელი ბარათი მიიღო. ადრე ის „ესბიერგში,“ „ტულუზაში,“ „ბორდოსა“ და „მიდლსბროში“ თამაშობდა.