ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა და ამიერიდან იმერულ გუნდში გურამ ადამაძე ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია „ტორპედოს“ ვებგვერდმა დაადასტურა.
ადამაძე ქუთაისელთა ღირსებას ადრეც იცავდა, ბოლოს ქობულეთის „შუქურაში“ ირიცხებოდა, თუმცა ძალიან ცოტა ხნით.
31 წლის ცენტრალურ მცველს სხვადასხვა დროს „ვიტ ჯორჯიაში“, „დილასა“ და „დინამო ბათუმშიც“ უთამაშია.