კალათბურთი

10:51 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ოლ სტარი" ლებრონის გუნდმა მოიგო, კავაი MVP გახდა (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რიგით 69-ე "ოლ სტარი გაიმართა. ლებრონის გუნდმა იანისის გუნდს 157:155 მოუგო.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარებდა, მესამე პერიოდში იანისის გუნდი 13 ქულასაც იგებდა, მაგრამ უპირატესობა გაანიავეს. მატჩის MVP მოგებული გუნდიდან აირჩა და შეხვედრაში ყველაზე მეტი 30 ქულის ჩამგდები კავაი ლეონარდი გახდა. ლეონარდმა ეს ტიტული პირველად მოიგო, თანაც ნბა-ს კომისარის ადამ სილვერის განცხადებით "ოლ სტარის" MVP-ის ტიტული კობი ბრაიანტის სახელობის იქნება.

ლებრონი გუდნი: კავაი ლეონარდი (30 ქ. 7 მ.), პოლი (23 ქ.), ჯეიმსი 23 ქ. 6 პ. მ.), დევისი (20 ქ. 9 მ.), სიმონსი (17 ქ. 6 მ. 5 პ.(, ჰარდენი (11 ქ. 6პ.), დონჩიჩი (8 ქ), ბუკერი (6 ქ.), უესტბრუკი (6 ქ.), ტატუმი (6 ქ.), იოკიჩი (5 ქ.), საბონისი (2 ქ)
იანისის გუნდი: (ადეტოკუმპო (25 ქ. 11 მ. 4 პ.), უოლკერი (23 ქ.), ემბიდი (22 ქ. 10 მ.), გობერი (21 ქ. 11 მ.), სიაკამი (15 ქ.), ლოური (13 ქ, 8 პ. 5 მ.), იანგი (10 ქ. 10 მ.), ადებაიო (8 ქ.), მიტჩელი (7 ქ.), მიდელტონი (5 ქ.), ბატლერი (2 ქ.), ინგრამი (2 ქ.)

0.114766