შერეული საბრძოლო ხელოვნების (UFC) მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მოიგო.
ქართველმა Fight night 167-ის საღამოზე ტოპ 15-ის მებრძოლი ქეისი კენი ცალსახად დაჯაბნა და გამარჯვება იზეიმა.
მერაბმა კენის სამივე რაუნდში აშკარად აჯობა და მისი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა.
დვალიშვილმა UFC-ში მეხუთედ იბრძოლა და მესამე გამარჯვება მოიპოვა, მთლიანობაში კი მისი ბალანსი 10 გამარჯვებას და 4 მარცხს შეადგენს.