ფეხბურთი

2:10 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ნეიმარი გააოფიციალურა, მაგრამ გვერდი გაუტეხეს

კატალონიის „ბარსელონას“ ტვიტერის გვერდზე „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის ნეიმარის ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც კითხვის ნიშნებით დაასათაურდა.

ოდნავ მოგვიანებით გამოქვეყნდა სხვადასხვა სახის წერილები, მათ შორის ჰეშ-თეგი BartomeOut.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, „ბარსას“ ტვიტერის გვერდი ჰაკერებმა გატეხეს და ბოროტად იხუმრეს. კლუბმა დაახლოებით ერთ საათში პოსტები წაშალა, საზოგადოებას მიზეზი განუმარტა და ბოდიში მოუხადა.

0.117178