„მანჩესტერ სიტის“ ევროტურნირებიდა ორწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პეპ გვარდიოლას მომავალიც აქტუალური გახდა.
ესპანელს „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩემპიონთა ლიგის გარეშე ინგლისურ გუნდში დარჩეს. ამის გარეშეც გვარდიოლას ზაფხულში „სიტიდან“ წასვლის შესახებ აქამდეც არაერთხელ იწერებოდა.
პეპს კლუბთან არსებული კონტრაქტის მიუხედავად, შეუძლია მისი გაწყვეტა ერთი წლით ადრე მოითხოვოს და ახალი სამსახური მოძებნოს.
გვარდიოლას მომავალ კლუბებს შორის კი, ფავორიტებად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ სახელდებიან. „ბარსა“ მისი მშობლიური გუნდია, სადაც ბოლო ხანს მწვრთნელის საქმიანობა მუდმივად განსჯის საგანია და სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ პეპი სახლში 8 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდეს.
„იუვენტუსში“ კი მაურიციო სარის მუშაობით არ არიან კმაყოფილნი. ესპანელს ტურინულ გრანდს გასულ ზაფხულსაც უკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ გარიგება არ შედგა. სხვათა შორის, იტალია ის ქვეყანაა, სადაც გვარდიოლას ჯერ არ უმუშავია და ძნელად წარმოსადგენია, რომ სამწვრთნელო კარიერაში სერია A-ს გუნდი ვერ გაწვრთნაც. მის ამბიციებს კი, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სწორედ „იუვე“ აკმაყოფილებს.
არის კიდევ ორი ვარიანტი: მსიი ყოფილი გუნდი მიუნხენის „ბაიერნი“, რომელსაც ასევე უკავშირებდნენ ახლო წარსულში და ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“, რომელმაც თავის მხრივ ფინანსური შესაძლებლობები გვარდიოლას სურვილებისთვის სრულად გააჩნია.