"პორტლენდის" ლიდერი დამიენ ლილარდი "ოლ სტარს" გამოტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას თავად კალათბურთელი ავრცელებს.
"ოლ სტარი" ნამდვილი ზეიმია, თუმცა ჯანმრთელობით ვერ გავრისკავ"- გაანცხადა ლილარდმა.
ლილარდმა ტრავმა "მემფისთან" მატჩში მიიღო. ლილარდის ნაცვლად ყველა ვარსკვლავის მატჩზე დევინ ბუკერი ითამაშებს.
"ოლ სტარი" თბილისის დროით 17 თებერვალს 05:00 საათზე გაიმართება.