კალათბურთი

12:14 | 14.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბოსტონმა“ „კლიპერსი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი შეხვედრა გაიმართა.

დრამატული შეხვედრა გაიმართა ბოსტონში, სადაც „ბოსტონ სელტიკსი“ „კლიპერსს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროს 114:114 დარსულდა. პირველი ოვერტაიმის დასრულებამდე 20 ადრე „კლიპერსის“ უკანახაზელმა შამეტმა სამქულიანი ჩააგდო ანგარიში 127:127 გახადა და შეხვედრაში მეორე ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც უკეთ ბოსტონელებმა ითამაშეს და საბოლოოდ 141:133 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 39 ქულა ჯეისონ ტატუმმა ჩააგდო. უილიამსს 35 ქულა ჰქონდა. კავაი ლეონარდმა ორმაგი დუბლი მიითვალა 26 ქულა და 11 მოხსნა. „კლიპერსი“ 37 მოგებით და 18 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

„ნიუ ორლეანი“ შინ „ოკლაჰომასთან“ 118:123 დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე პერიოდში ოკლაჰომელებმა უკეთ ითამაშეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ. ზაიონ უილიამსმა 32 ქულა, 6 მოხსნა და და ერთი პასი მიითვალა. დანილო გალინარის 29 ქულა ჰქონდა.

„ნიუ ორლეანი“ – „ოკლაჰომა“ 118:123 (30:29, 28:37, 35:32, 25:25)

https://www.youtube.com/watch?v=F6EVnvYvmFk

„ბოსტონი“ – „კლიპერსი“ 141:133 (30:32, 30:26, 31:29, 23:27, ო.ტ.27:19)

https://www.youtube.com/watch?v=GV5sz3g_zoA

0.130613