იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ შესაძლოა ზაფხულში პეპ გვარდიოლამ ჩაიბაროს. ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იტყობინება, რომ ესპანელი სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს, ხოლო მისი მომავალი კლუბი „იუვენტუსი“ იქნება, რომელიც ფავორიტია.
გვარდიოლას „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მაგრამ „სიტის“ სეზონიდან გამომდინარე ადვილი შესაძლებელია, რომ ერთი წლით ადრე გუნდი დატოვოს.
გვარდიოლას „სიტიდან“ წასვლის დრო ემთხვევა „იუვენტუსის“ გარდამტეხ პერიოდს, სადაც მაურიციო სარის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილნი არ არიან.
პეპს ტურინულ გრანდს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უკავშირებდნენ და ცნობილია, რომ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ესპანელის სამსახურით დიდი ხანია დაინტერესებულია. ანიელიმ გუშინ პირადი შეხვედრა მაურიციო სარისთანაც გამართა, რაც ცხადია მის არადამაკმაყოფილებელ მუშაობზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას აქამდე იტალიის გარდა ყველა წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატში აქვს ნამუშევარი და სულაც არაა გამორიცხული მისი მომდევნო გაჩერება სწორედ სერია A იყოს, სადაც ფეხბურთელობის პერიოდში თამაშობდა.