ესპანეთის ლიგა ენდესას XXI ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და უბრძოლველად, 65:81 დამარცხდა. თუმცა, თავისი გუნდის რიგებში ჩვენებური საუკეთესო იყო.
ბურჯანაძემ 21:50 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი (50%), 3-დან 3 სამქულიანი (100%) და 2-დან 2 საჯარმო (100%) ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.
ნიშანდობლივია, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლითა და მოპოვებული ქულებით ბექა „გრან კანარიას“ რიგებში საუკეთესო იყო. განსაკუთრებით გამოსარჩევია სამქულიანები 100%-იანი შედეგიც.
მისი გუნდი კი, 21 ტურის თავზე 9 მოგებითა და 11 წაგებით მე-11 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო შეხვედრას 29 თებერვალს, „მორაბანკ ანდორასთან“ სტუმრად გამართავს.